Monta&Go

თანხის დაბრუნების პირობები

დაბრუნების პოლიტიკა

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოს პროდუქცია 14 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება პროდუქციის მიღებიდან.

აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთების ისტორიის გვერდზე დააფიქსიროს მოთხოვნა დაბრუნებაზე.

პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

– გამყიდველს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს პროდუქცია დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

– გასწიოს პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

– პროდუქციის დაბრუნება უნდა განხორციელდეს გამყიდვლის მისამართზე.

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მახასიათებლები არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებს, პროდუქციას გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან დაზიანებულია, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს გამყიდველი თავისი რესურსით.

მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს პროდუქცია ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

გამყიდველი ვალდებულია პროდუქციის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. გამყიდველს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქციას არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქციის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

მომხმარებლის მიერ პროდუქციაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი, თუ:

– მიწოდებული პროდუქციის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც გამყიდველი ვერ აკონტროლებს და რომელიც წარმოიშვა წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ ვადაში.

– პროდუქცია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული.

– მიწოდებული პროდუქცია მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.

– მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.

– მიწოდებული პროდუქცია მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქციას.

– დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.

– ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა.

– მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქცია.

– მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.

– 30 ლარამდე ღირებულების პროდუქცია.

Scroll to Top